როგორ იზომება ბედნიერების გრძნობა?
ბედნიერება ყველა ადამიანის მისწრაფებაა. არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ ბედნიერი იყოს? არათანაბარი მსოფლიოს პირობებში, შეგვიძლია თუ არა, შევადაროთ მსოფლიოს უმდიდრესი და ღარიბი ადამიანების ბედნიერება ერთმანეთს?
2013-2015 წლების World Happiness-ის დასკვნის მიხედვით, ბედნიერების გაზომვა შესაძლებელია სოციალური პროგრესით. მათი მტკიცებით, არსებობს განსხვავება ბედნიერების, როგორც ემოციის (თავს ბედნიერად ვგრძნობ) და ადამიანის კეთილდღეობის შეფასებით (მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით).
World Happiness-ის 2013-2015 წლების დასკვნის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნებია:
- დანია
- შვეიცარია
- ისლანდია
- ნორვეგია
- ფინეთი
- კანადა
- ჰოლანდია
- ახალი ზელანდია
- ავსტრალია
- შვედეთი
- ისრაელი
- ავსტრია
- ამერიკის შეერთებული შტატები
- კოსტა რიკა
- პუერტო რიკო
World Happiness-ის 2013-2015 წლების დასკვნაში ქვეყნების რიგითობა დამოკიდებულია მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალურ დახმარებაზე, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობაზე, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებაზე, ქვეყანაში კორუფციის დონესა და დისტოპიაზე.