ბანკის დაყაჩაღება

საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს, დაკავებულია ერთი პირი

REUTERS

ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. მათივე ცნობით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ხ.ა., რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება, ხოლო პირადი ჩხრეკისას - გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები