საფინანსო ორგანიზაცია საქართველო

"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორსა და მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორსა და მმართველს თამაზ ლობჟანიძეს და მერაბ ფერაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზის გარეთ ელოდებოდნენ კომპანიის მეანაბრეები. დაცვის მხარე აღმკვეთის სახით, თითოეული ბრალდებულისთვის 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს გაიმართება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, თამაზ ლობჟანიძე და მერაბ ფერაძე ორი დღის წინ დააკავა. საუბარია 76 მილიონ ლარზე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის (მითვისება და გაფლანგვა) მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელით სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობასითვალისწინებს.

კომპანიის მეანაბრეებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე აქცია გამართეს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.

 

კომენტარები