რეკლამა

ახალი ხორტიცა უკვე საქართველოშია

უკრაინაში ახალი თაობის სპირტი „Пшеничная слеза“ შექმნეს, რომელიც არყის წარმოებისთვის საუკეთესოდ მიიჩნევა მსოფლიოში. ეს ერთადერთი სპირტია, რომელიც სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მხოლოდ და მხოლოდ ხორბლის ფუძეზე, პურის მარცვლებისგან იწარმოება. ექსპერტების განმარტებით, მრავალსაფეხუროვანი გაწმენდის წყალობით, სპირტში -„Пшеничная слеза“ - მნიშვნელოვნად არის შემცირებული მიკრომინარევების რაოდენობა. ეს იძლევა ნაბახუსევის თავიდან აცილების და შესანიშნავი დილის განწყობის გარანტიას.

„მრავალრიცხოვანმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არაყში, რომელიც დამზადებულია „Пшеничная слеза“-ს ფუძეზე, გაცილებით ნაკლები მეთანოლი და ალდეჰიდებია, ვიდრე არაყში, რომელიც დამზადებულია „ლუქსის“ ფუძეზე. თავის ტკივილსა და ნაბახუსევს კი, სწორედ ეს მიკრომინარევები იწვევს“, - აღნიშნავს უკრაინის სამომხმარებლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორი იური ჩერნობრივეცი.

უკრაინელი სპეციალისტების უახლეს მიგნებას უცხოელი სპეციალისტებიც გაეცნენ. საერთაშორისო დეგუსტატორის ენდი ტომპსონის განცხადებით, სწორედ სპირტის ხარისხი ახდენს გავლენას არყის გემოსა და დილის განწყობაზე. მისივე თქმით, სიწმინდით სპირტი „Пшеничная слеза“ საზღვარგარეთის სტანდარტებსაც კი, მნიშვნელოვნად აღემატება და შესანიშნავი გემოვნური თვისებებით ხასიათდება.  

მსოფლიოში ტექნოლოგიური კუთხით მხოლოდ ერთეული ქარხნებია მზად, რომ აწარმოონ და მიიღონ ეს სპირტი. უკრაინაში სპირტ „Пшеничная слеза“ -ს შესყიდვაზე ექსკლუზიური კონტრაქტი ლიქიორისა და არყის ქარხანა „ხორტიცამ“ მიიღო. პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის.

კომენტარები