ნაციონალურ მოძრაობას ეს რომ 5 წლით ადრე გაეკეთებინა, როცა სირიაში ეს უბედურება დაიწყო… მე მახსოვს, ყოველთვის გასძახოდნენ ნაციონალები, რომ კანონიერი ხელისუფლებისთვის ხელის შეხება არ შეიძლება. იქ არის კანონიერი ხელისუფლება. იმას უნდა დაუდგეს მთელი მსოფლიო გვერდში, რომ სისხლი არ იღვრებოდეს. კადაფივით ასადის მოსპობაც მოინდომეს, არ გამოუვიდათ ეს და ამიტომ იღვრება დღემდე სისხლი, უკვე 5 წელია. რა თქმა უნდა, ყველა წინააღმდეგი ვართ, რომ ბავშვები იხოცებიან იქ და ეს არის საშინელება. თუ რამე შეგვიძლია იმისთვის, რომ სიტყვა შევაწიოთ ან საქმე გავაკეთოთ და შეწყდეს ეს სისხლისღვრა, დიდი სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას.
tbl.ge/234d
დაკოპირდა
ნეტგაზეთის ცნობით, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი ენმ-ის ინიციატივაზე, რომ სირიის მოვლენებთან დაკავშირებით, რეზოლუცია მომზადდეს.
ამავე თემაზე
- გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის რეზოლუციის პროექტი სირიაზე ჩავარდა
- "დილა სიმტკიცისა" - თავდასხმის შემდეგ, ასადის პრესსამსახური Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს
- ალეპოს ზოოპარკიდან იორდანიაში გადაყვანილმა ლომმა ბოკვერი გააჩინა
- სირიაში Russia Today-ის არაბული ოფისის ჟურნალისტი დაიღუპა
- ევროკავშირის საბჭო 16 სირიელ მეცნიერსა და სამხედროს სანქციებს დაუწესებს