თავდასხმა რუსეთის ელჩზე

თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს (UPDATE)

რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი სროლის შედეგად დაიღუპა. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. შემთხვევა ანკარაში საელჩოს მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე მოხდა. ელჩს მაშინ ესროლეს, როდესაც სიტყვით გამოდიოდა. კარლოვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თავდამსხმელს კოსტიუმი ეცვა და სტუმრებს შორის იდგა. როდესაც ელჩმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მან Allahu Akbar დაიყვირა და სულ მცირე 8-ჯერ გაისროლა. თურქულმა პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა.

შემთხვევა, სავარაუდოდ, სირიის კონფლიქტში რუსეთის ინტერვენციას უკავშირდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარი უკვე დაგმო.

კარლოვი მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებდა.

კომენტარები