ლარის კურსი

კობახიძე: ჩვენი მხრიდან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენის ინიციატივა არ დგას

ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვები, არაერთი მსჯელობა, დისკუსია სამთავრობო გუნდის წევრებთან. მოვისმინეთ მთავრობის მოსაზრება იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებს ლარის კურსის დევალვაციას. მთავრობის პოზიცია დამაჯერებელი იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დღეს ასეთი [მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მოსმენა] ინიციატივა არ დადგება. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოვლენების დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში გვექნება დამატებითი კონსულტაციები სამთავრობო გუნდის წევრებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მოსმენის საკითხზე.

კომენტარები