ამაღამ, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება

Creative commons

ამაღამ, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება. 

თელასის ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, 01:00-დან 07:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, ვორონინის, ფიფიას და გორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გარდა ამისა, ხვალ, 10:00-დან 16:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ბორჯომის, ლებანიძის, ცაბაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები