კრიმინალი

საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულები ბათუმში დააკავეს

metro.us

სამართალდამცველებმა თბილისში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებულები ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები - 1997 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1996 წელს დაბადებული ტ.ხ. გლდანში, მე-4 მ/რ-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"პოლიციამ ჯ.ს. და ტ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავა. ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი - 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ", - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები