ციხის ბუნტი ბრაზილიაში

ბრაზილიაში ციხის ბუნტის შედეგად სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა

cnn.com

ბრაზილიაში ციხის ბუნტის შედეგად სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა. ამბოხება ქალაქ მანაუს საპატიმროში მოხდა. ოფიციალური პირების თქმით, ამბოხება ციხეში მყოფი ორი კრიმინალური დაჯგუფების წევრების ერთმანეთთან დაპირისპირებას მოჰყვა. ბუნტი 17 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარმა ბუნტის შედეგად ციხიდან გაქცევაც მოახერხა.

 

კომენტარები