გიგი უგულავას საქმე

16:00 სთ-ზე გიგი უგულავას პროცესი გაიმართება - ყოფილი მერი პროცესს დაესწრება

Tzona.org

დღეს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე პროცესი გაიმართება. ადვოკატის, ბექა ბასილაიას, ცნობით, პროცესს გიგი უგულავაც დაესწრება.

დღევანდელ პროცესზე "თბილსერვის ჯგუფის" საქმე განიხილება. ეს ყოფილი მერის მიმართ წარდგენილი 4 ბრალდებიდან ერთადერთი საქმეა, რომელზეც მის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 სექტემბერს გაამტყუნა. მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

პროკურატურა ამ საქმეზე გიგი უგულავას ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ 2010-2011 წლებში უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების და კოორდინატორების პარტიული სამუშაოს დასაფინანსებლად, თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად შექმნა ასობით საშტატო ერთეული, ფიქტიურადვე დაასაქმა პარტიული აქტივისტები და პარტიის სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგა.

კომენტარები