კლუბები

შს მინისტრის მოადგილე კლუბებზე: დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ

ტაბულა

"დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ", - კლუბებში არასრულწლოვანთა პროსტიტუციასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა.

"დეტალურად მოგახსენებთ ამ მუშაობის შედეგებს, თუ რა კეთდებოდა მანამდე, დავალების შესაბამისად რა გაკეთდა და ეს საჯაროდ გახდება ცნობილი თქვენთვის", - აღნიშნა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ვარდების მოედანთან არსებულ კლუბებში არის დისკრიმინაციული მიდგომა და იქ ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ.

მთავრობის სხდომის შემდეგ ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა, რადგან, მისი თქმით, პირველ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. პრემიერის მტკიცებით, აღნიშნულ კლუბებში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება, "არცერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას და სწორედ ამიტომ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს ამ კლუბებში".

კომენტარები