სხვა ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა ცინიზმს, იმ დამოკიდებულებას, როდესაც ბატონი მინისტრი ამბობს, რომ ფაქტობრივად, მთელი საქართველო პანიკაშია. ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ითხოვს ინფორმაციას გაზპრომთან დაკავშირებით, რომელიც კრემლის პოლიტიკური იარაღია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს ამ დოკუმენტების გასაჯაროება, და ის ფაქტი, რომ ასე თავგამოდებით ცდილობს მინისტრი მის დამალვას, მე მიჩენს ეჭვებს, რომ ეს არის დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქვეყნის ინტერესების დაცვა გაზპრომთან ურთიერთობაში.