გიორგი ცერცვაძის დაკავება

ენმ შსს-სთან უკრაინაში დაკავებული გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებას ითხოვს

გიორგი ცერცვაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი მხარდამჭერები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცეპოლკოვნიკის, გიორგი ცერცვაძის რუსეთისთვის არგადაცემასა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პროკურატურასაც მიმართა და ქართველი მებრძოლის პერსონალური მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ცერცვაძეს, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს, თუმცა, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წელს გამოცხადდა. ქართველი ჯარისკაცი ამ დროისთვის უკრაინის ციხეში იმყოფება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართველი სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან აღმოჩნდა.

კომენტარები