გიორგი ცერცვაძის დაკავება

ქანთარია ცერცვაძეზე: ინციდენტი ხვალ იწურება, გაზვიადება და დროის ფლანგვა არასწორია

ჩვენი მოქალაქის დაკავების ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ ეს არ გადაზრდილა ტრაგედიაში. ინციდენტი, ვფიქრობ, რომ ამოწურული იქნება ხვალ. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა უწყებებმა, ასევე უკრაინამაც. ასე რომ, ამის გაზვიადება და დროის ფლანგვა არ იქნება სწორი. თქვენ თუ ატყობთ, როგორი მოშიებული ეძებენ საბაბს ნაციონალური მოძრაობა თუ მისი დაშლილი ნაწილები. გუშინწინ იყო გაზპრომის თემა, ახლა ჩაიგდეს ეს თემა ხელში და ესეც გამოეცალათ ხელიდან. მუდმივად ცდილობენ, რამე საბაბი ჩაიგდონ ხელში და როგორმე შეაყლაპონ ჩვენს საზოგადოებას, რაც არ გამოდის. თუმცა, გაცილებით მეტი ახსნა-განმარტებები სჭირდება ხელისუფლებას ასეთ შემთხვევებში, წინასწარ უნდა იყოს ამაზე მსჯელობა ისევ ხელისუფლების მხრიდან. პირველი ინფორმაციები, როგორ მოხდა, რა მოხდა, ჯობია გააკეთოს ხელისუფლებამ, ვიდრე შემდეგ მოუწიოს.

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია უკრაინაში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული ქართველი ჯარისკაცის, გიორგი ცერცვაძის შესახებ.

კომენტარები