თალაკვაძე: პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს მისი ფუნქციების და როლის შესაბამისი

საპარლამენტო მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და რეფორმაში აისახება და ინსტიტუციურად კიდევ უფრო გაძლიერდება ეს მოდელი. შესაბამისად, ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, მორგებულია ამ მოდელზე. პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებების და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი. თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება და ამაზე გარე კონსენსუსიც არსებობს, ბუნებრივია, კომისიის ფარგლებში ჩვენ მოგვიწევს მსჯელობა, რომ არსებული სისტემა გადაიხედოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ. საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ სხდომას მართავს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესია. "ქართული ოცნების" ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ემხრობა.

კომენტარები