ხანძარი ბავშვთა სამყაროში

თბილისში "ბავშვთა სამყარო" იწვის

http://jam-news.net/

თბილისში "ბავშვთა სამყარო" იწვის. სავაჭრო ცენტრს ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობას 26 სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დიდუბის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმედს იტოვებს, რომ "დაზღვევა არსებობს". მისი თქმით, "ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჯერ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ და მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ცეცხლია“.

კომენტარები