სტრასბურგის სასამართლო

ომბუდსმენი გოცირიძეს: ბრალდებები არგუმენტების გარეშე არის მხოლოდ ცილისწამება

ამ საკითხთან დაკავშირებითაც მათ [ევროსაბჭოს წარმომადგენლებს] ჰქონდათ გარკვეული კითხვის ნიშნები, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ხარვეზებზე პროცედურებში და არა კონკრეტულ პიროვნებებზე და კონკრეტულ კანდიდატებზე. ამ პროცედურებმა, ნახევრად გამჭვირვალე პროცესმა და ასე ვთქვათ, საკითხის მოგვარების ასეთმა დახურულმა პროცესმა, მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად დააეჭვა ის ორგანოები, რომელთაც ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ბრალდებები უბრალოდ არგუმენტების გარეშე არის მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამება. ჩვენ მანამდეც საჯაროდ ვამბობდით იმ ხარვეზებზე, რომელიც ამ პროცესებში არსებობდა, ახლაც ვამბობთ და ყოველთვის გავიმეორებთ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევა გოცირიძეს პასუხობს. ცნობისთვის, გუშინ გოცირიძემ სტრასბურგის სასამართლოში მისი კანდიდატურის ჩაგდების შესახებ წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ "განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის მიმართ". საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ ჩააგდო. ამას ომბუდსმენს, ადვოკატთა ასოციაციას და ენმ-ს აბრალებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.

კომენტარები