ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, პირველი მოსმენით დაამტკიცა.
მთავრობის კანონპროექტს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე 498-მა დეპუტატმა 114-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატებმა, ლეიბორისტების 47-მა დეპუტატმა და კონსერვატორების ერთმა დეპუტატმა.
წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 6 თებერვალს არის დანიშნული. შემდეგ კი კანონპროექტი ლორდთა პალატამაც უნდა განიხილოს.
Brexit