ფარული ჩანაწერები

გვარამია-ადეიშვილის სავარაუდო ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

გვარამია-ადეიშვილის სავარაუდო ჩანაწერზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. უწყება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტს იძიებს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ტელეფონზე 2 წელზე მეტია, არ უსაუბრია. მისი თქმით, აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია და მისი სხვადასხვა საუბრის კომპილაციაა.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა არაა დადასტურებული, თითქოსდა გვარამია და ადეიშვილი მოსამართლეებისთვის ქრთამის მიცემაზე საუბრობენ.

კომენტარები