ტრანსპორტი

2016 წელს რკინიგზის ტვირთბრუნვა 16%-ით შემცირდა

Getty Images

2016 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 11.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 15.6%-ით ნაკლებია. მეტიც, გასულ წელს რკინიგზის გადაზიდვები საავტომობილო (ტრაილერებით) გადაზიდვების მოცულობაზე 2.5-ჯერ ნაკლები იყო.

ტვირთბრუნვის კლება 2016 წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40%-ით არის შემცირებული. რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შემცირების შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო სტატისტიკიდან გახდა ცნობილი.

რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012-2016 წლებში ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები