საქართველოს პატრიარქი

პატრიარქის ექიმი: იმედია, დაახლოებით ერთ კვირაში ილია II საქართველოში დაბრუნდება

მთელ საქართველოს ვულოცავ პატრიარქის კარგად ყოფნას. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად წავიდა. ოპერაცია ძალიან წარმატებული იყო, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. იმედია, რომ დაახლოებით ერთ კვირაში პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება. დღეს საღამოს ან ხვალ დილას ექიმები შემოგვთავაზებენ ვადას, როდის შეიძლება კლინიკიდან წასვლა. თვითონ პატრიარქს სურვილი აქვს, რომ უკვე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდა, ყველაფერი იყოს ისე, როგორც უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება, ეს ორ-სამ დღეში მოხდეს [პატრიარქმა დატოვოს ბერლინი].

პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”, ბერლინიდან სატელეფონო ჩართვისას.

კომენტარები