გიორგი მამალაძის საქმე

სასჯელაღსრულების სამინისტრო დეკანოზი მამალაძის კლინიკაში გადაყვანას ადასტურებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტაბულას დაუადასტურა, რომ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის სახელობის გულის კლინიკაშია გადაყვანილი.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მამალაძე კლინიკაში "დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა". მიზეზის დეტალებს სამინისტრო არ აკონკრეტებს, მათი თქმით, ეს "პერსონალური ინფორმაციაა, რომელზეც სურვილის შემთხვევაში დაკავებული ადვოკატმა უნდა ისაუბროს". 

კომენტარები