აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

19 თებერვალს, 14:30-ზე პარლამენტთან რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

რუსთავი 2

დღეს, 19 თებერვალს, 14:30 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მოქმედებებს გააპროტესტებენ. არხს პროტესტში შეუერთდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილიც.

რუსთავი 2-მა პროტესტის ნიშნად დროებით მაუწყებლობაც გაწყვიტა.

კომენტარები