ვიზალიბერალიზაცია

COREPER-მა შეჩერების მექანიზმსა და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

Reuters

რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა (COREPER) შეჩერების მექანიზმსა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.

იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის მინისტრები დღევანდელ გადაწყვეტილებას 27 თებერვალს დაადასტურებენ და იმავე კვირას განახლებულ დოკუმენტს მოეწერება ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ძალაში, სავარაუდოდ, 29 მარტიდან შევა.

კომენტარები