ოსკარის "საუკეთესო მსახიობი ქალის" ნომინაციაში წარდგენილი მსახიობი, ნატალი პორტმანი ორსულობის ბოლო კვირის გამო, დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრება. ამის შესახებ მსახიობმა განცხადება გააკეთა. პორტმანის თქმით, ის ძალიან მოხარულია ნომინაციაში წარდგენისთვის, თუმცა დაჯილდოებაზე მისვლას ვერ შეძლებს. განცხადებაში პორტმანმა ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა.
ცნობისთვის, ნატალი პორტმანი ოსკარზე ნომინირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ლედის, პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლის - ჟაკლინ კენედის როლის შესრულებისთვის, მხატვრულ ფილმში ჯეკი.
ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოება დღეს გაიმართება.