ქუთაისში, ერთ-ერთი სკოლის შენობის მეორე სართულიდან მოზარდი გადახტა, - ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
Kutaisitoday-ის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მოზარდი თანაკლასელებმა სკოლის საპირფარეშოში ჩაკეტეს და სწორედ ამის გამო გადახტა ის ფანჯრიდან.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.