წმიდა სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებას ენდობა - ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია ნათქვამი.
„წმიდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს - წმიდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება“.
წმიდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა.