რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი ECHR -ზე: პრეცედენტის შეცვლას 17 მოსამართლის ლეგიტიმაცია სჭირდება

ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოითქვა კითხვები, თუ როგორ მოხდა ისე, რომ 1959 წლიდან დღემდე არსებული პრეცედენტი დაირღვა. სტრასბურგის სასამართლო პრეცედენტული სასამართლოა და იმისთვის, რომ პრეცედენტი დაირღვეს და ახალი პრეცედენტი დადგეს, ამისათვის 17 მოსამართლის, ანუ დიდი პალატის უფრო ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა საჭირო. მაგრამ პრეცედენტს უარი უთხრა ჯერ მორიგე მოსამართლემ, შემდეგ 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ და მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სწორედ ამას ეყრდნობოდა, ძირითადად, ჩვენი არგუმენტი, რომ პრეცედენტის შეცვლა ასე არ შეიძლება, რომ არ შეიძლება, კერძო დავაზე მიიღონ ამ ტიპის შეჩერების გადაწყვეტილება, რაზეც მრავალი ათეული წლის მანძილზე სტრასბურგის სასამართლო უარს ამბობდა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავი ორის საქმის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.

კომენტარები