ლონდონის ტერაქტი

ლონდონის ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რამდენიმე

Reuters

ლონდონის ტერორისტულ აქტს პოლიციელიც ემსხვერპლა. ის დანით შეიარაღებული თავდამსხმელისგან მიყენებულ ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. ცოტა ხნით ადრე ვესტმინსტერის ხიდზე ქალი დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ხიდზე მოსიარულეები მანქანამ გაიტანა.

პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. თავდასხმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მოხდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები