ქართველი დიზაინერის, BALENCIAGA-ს სამხატვრო ხელმძღვანელის დემნა გვასალიას ფოტო The Business of Fashion-ის გარეკანზე დაიბეჭდა.
დემნა გვასალია მსოფლიო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2013-2015 წლებში კი LOUIS VUITTON მოდის სახლის მთავარ დიზაინერებს შორის იყო.
პარალელურად, 2014 წლიდან გვასალია მუშაობს მის მიერ შექმნილი ბრენდის Vetements-ის კოლექციებზეც.
2015 წლის ოქტომბერში, გვასალია Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელის როლში, მისი დებიუტი 2016 წლის პარიზის მოდის კვირეულზე შედგა.
ცნობისთვის, The Business of Fashion პირველი დიდი გამოცემაა, რომელმაც დემნას გვასალიას ფოტო დაბეჭდა გარეკანზე.