დღის ფოტო

ტაილანდური ახალი წელი ჰონგ-კონგში

Alex Hofford / EPA

ტაილანდური ახალი წელი 13-დან 15-აპრილამდე გრძელდება, ასეთ დროს კი ტაილანდში მაღალი ტემპერატურაა. სწორედ ამ მიზეზით, ტაილანდელებმა საახალწლო ტრადიცია - სონგკრანის ფესტივალი შექმნეს.

სახალხო ფესტივალის დროს, მონაწილეები ყველა გამვლელ-გამოვლელს ქუჩაში ასხამენ წყალს.

ტრადიციის მიხედვით, წყალი ჩამორეცხავს ადამიანს ყველა იმ ცოდვას, რომელიც წლის განმავლობაში ჩაიდინა და ახალ წელს სუფთა სინდისით შეხვდება.

ტაილანდურ ახალ წელს არა მარტო ტაილანდში, არამედ აზიის სხვადასხვა ქალაქშიც აღნიშნავენ. ფოტოზე ტაილანდურ ახალ წელს ჩინეთში, ჰონგ-კონგში აღნიშნავენ.

კომენტარები