ბორუსია დორტმუნდი

მონაკოს გულშემატკივრები სოლიდარობის ნიშნად ბორუსია დორტმუნდს ამხნევებენ

twitter.com/BVB

საფეხბურთო კლუბ ბორუსია დორტმუნდის ფეხბურთელებს მონაკოს გულშემატკივრები სტადიონზე ამხნევებენ.

საფეხბურთო კლუბ ბორუსია დორტმუნდის ავტობუსთან აფეთქების შედეგად ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა. ავტობუსში კლუბის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში მონაკოს წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ.  

აფეთქებისას ავტობუსის ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა. მარკ ბარტრა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კლუბმა ტვიტერზე დაწერა, რომ სხვა ფეხბურთელები უსაფრთხოდ არიან.

ჩემპიონთა ლიგის მატჩი გადაიდო და ხვალ გაიმართება.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები