პაატა ბურჭულაძე

სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს პაატა ბურჭულაძე უხელმძღვანელებს

პაატა ბურჭულაძე როლი ნაბუკოდან
tiempodemusica.com.ar

სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის სახელობის საოპერო დასს ქართველი საოპერო მომღერალი და პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე უხელმძღვანელებს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბურჭულაძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა. საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ბურჭულაძე 2017 წლის 1 ივლისიდან შეუდგება.

სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის გარდა, პაატა ბურჭულაძე სპექტაკლებში ვოკალისტის რანგშიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები