ახალი კონსტიტუციის პროექტი

კაპანაძე ხელისუფლების საარჩევნო სისტემის ინიციატივას მუსოლინისას ადარებს

სერგი კაპანაძე
თეორემა/ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების ახალ საარჩევნო სისტემას იტალიელი ფაშისტის, ბენიტო მუსოლინის საარჩევნო წესს, ე.წ. აჩერბოს კანონს ადარებს. 

"იტალიელი ფაშისტების საარჩევნო სისტემა, ე.წ. "აჩერბოს კანონი" 1923 წელს დაამტკიცებინა მუსოლინიმ იტალიის პარლამენტს. ამ კანონით, პირველ ადილზე გასული პარტია, თუ ის მიიღებდა ხმების 25%-ს მაინც, პარლამენტში იღებდა დეპუტატების 2/3-ს სხვა პარტიების ხარჯზე,"- წერს კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

კაპანაძის თქმით, თუკი "ქართული ოცნება" ამ ინიციატივას გაიტანს, შედეგად მივიღებთ იმას, რომ არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია იმ პარტიების მანდატებს მიიღებს, რომლებმაც არჩევნებზე ბარიერი ვერ გადალახეს. 

"ქართული ოცნების წინადადება გულისხმობს, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია წაიღებს ყველა იმ პარტიის ხმებს, რომლებმაც ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი. ცნობისთვის, წინა არჩევნებზე ხმების დაახლოებით 20% "დაიკარგა,"- წერს სერგი კაპანაძე. 

 

კომენტარები