საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებში ჩაერთვება

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთვება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა.

როგორც ცნობილია, საერთო სახალხო განხილვები ხვალიდან იწყება. აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი ხვალინდელ შეხვედრაზე დასწრებას ვერ შეძლებს სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრის გამო.

განხილვებში ჩართვის სურვილი საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა. წინადადებას "ქართული ოცნება" დასთანხმდა, თუმცა, ულტიმატუმით, რომ განხილვებში მონაწილეობა არა წარმომადგენელს, არამედ უშუალოდ პრეზიდენტს უნდა მიეღო.

კომენტარები