8 მაისს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

newcastle.gov.za

8 მაისს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასის განცხადებით, მიზეზი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

გლდანის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეეზღუდება ელექტრომომარაგება, ჭედიას, შუშის, ულიანოვის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, შანიძის, პეტრიაშვილის და ბაშალეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეზიროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტყავის, კოტე აფხაზის, სიონის, შარდენის, ერეკლე მეორეს, თუმანიანის, ქუმსიაშვილის, ეფრემ მცირეს და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში  10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება ელექტრომომარაგება, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლში.

ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე - არსენალის მთის, ასპინძის შესახვევის, ლამის, დიღომბარის, დავითაშვილის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, ჯაბაურის, პეტრე ბაგრატიონის, ბერძენიშვილის, თამარშენის, პაატა სააკაძის, გუმათის, სიღნაღის, სალიების, ეკატერინე ჭავჭავაძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.10 საათიდან 16 საათამდე - ჩიტაშვილის, ბენაშვილის, მარჯანიშვილის და ახალციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას, ხოშარაულის, აგლაძის და გუდაუთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს. გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ჭირნახულის, ქინძმარაულის, ჩხავერის და საფერავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომენტარები