საზოგადოებრივი საპირფარეშოები

ნარმანია: 30 ადგილზე, სკვერებთან და მეტროსადგურებთან საპირფარეშოები მოეწყობა

დავით ნარმანია
ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თბილისში სკვერებთან და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა. ნარმანიას ინფორმაციით, 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასადგმელად ტენდერში გამარჯვებული კომპანია 1 თვეში გამოვლინდება. ტუალეტების მშენებლობა სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

თბილისის მერის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა, საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობის სანაცვლოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი დადგას, რათა კომერციული ინტერესი ჰქონდეს. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობისთვის, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "მინიმალურ თანხას" დააწესებს.

კომენტარები