ხალხო, მაინტერესებს ამ ლუჟკოვის ჩვენთან წირვის დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა და თურმე, ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე გავეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? და თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში? და ადამიანი მოვიდა წირვის დასასწრებად, მეთქვა, წადი-თქო აქედან? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის, პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. მაგრამ რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მდებარე ტერეტორიაზე პოლიტიკაზე არავის არ მივცემ უფლებას, რომ ილაპარაკოს. მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. და ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი
tbl.ge/2au8
დაკოპირდა
არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, მონასტერში სტუმრობაზე განმარტებას აკეთებს. ლუჟკოვი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს არღვევს
ამავე თემაზე
- სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია
- ოკუპირებული სოფელი ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ორი პირი თავისუფალია
- სუს-ი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- სუს-ი: გადმოვიყვანეთ აშშ-ს მოქალაქე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს
- აშშ-ს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დააკავეს