თელასი

13 მაისს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

Reuters

ხვალ, 13 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ, კომპანია "თელასი" ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ავშნისა და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. 

კომენტარები