უკანონო იარაღი

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.ლ. თბილისში, 26 მაისის მოედანზე დააკავეს.

გამოძიების თანახმად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "ტიპ 54"-ის მოდელის  არარეგისტრირებული პისტოლეტი  და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები