NDI-ის გამოკითხვა

ბოკერია: მნიშვნელოვანია, ბევრი ვიმუშაოთ, რათა ჩვენი პარტია მეტისთვის იყოს ახლოს

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, მთავრობა თვითონ არის პრობლემა და არა პრობლემის გადამჭრელი, ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს არის ის გზავნილი, რის გაგებაც არ უნდა მთავრობას.

რაც შეეხება კვლევას და პარტიებს, ამ კვლევას არ გაუზომია ხმის მიცემის განწყობა, ვის მისცემდნენ ხმას. ჩვენთვის - ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ვიმუშაოთ, რათა ჩვენი პარტია უფრო მეტისთვის იყოს ახლოს მდგომი, ეს პარტია ცოტა ხნის წინ გაჩნდა ამ სახელით. ამიტომ, გვაქვს ძალიან დიდი გეგმები და შემდეგი არჩევნები იქნება სწორედ ამის დასტური. ასევე, 17% თვლის, რომ ევროპული საქართველოს გაჩენა გააძლიერებს ოპოზიციას და ეს ძალიან კარგი რიცხვია.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით.

კომენტარები