ოკუპაცია

МИД: ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანა პროვოკაციაა, რაც ხელს უშლის ორი ქვეყნის ურთიერთობას

RIA Novosti

რუსეთის საგარეო სამინისტრო საქართველოს მიერ მოსკოვის ყოფილი მერის - იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"გავეცანით საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტის გამო, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის "არასასურველი პირების“ სიაში შეყვანის შესახებ.

როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი აგრძელებს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც აფერხებს რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია, ასეთი ქმედება რაციონალურად შეაფასო - რადგან, რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას გააზრებული მოგება მოაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ქვენის მოქალაქეებისთვის", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

იური ლუჟკოვის შავ სიაში ჩასმის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ შალვა ხუციშვილმა გაავრცელა. 

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში რამდენიმე დღით იმყოფებოდა, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაირღვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლუჟკოვი საქართველოში ლეგალური საბუთებით შემოვიდა და მესაზღვრეს მისი არშემოშვების ფორმალური საფუძველი არ გააჩნდა.

კომენტარები