თურქეთი-ევროკავშირი

ილირდიმი: ევროპისა და ევროპელი ხალხის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება

თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის თქმით, ევროპისა და ევროპელი ხალხის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება. ილდირიმმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზოგიერთმა ლიდერმა დანაპირები არ შეასრულა თურქეთში მყოფ სირიელ დევნილებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ხალხს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ, ვზრუნავთ მათზე და ჩვენ მიწაზე თავშესაფარს ვაძლევთ. ევროპამ უნდა დააფასოს ეს და პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე თუ როგორ გავინაწილებთ ამ ტვირთს. ევროპისა და ევროპელი ხალხის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება", - თქვა ილირდიმმა.

ილირდიმმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გადაწყვეტილებების ნელა მიღება და ბიუროკრატიაა.

"ევროკავშირის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი ნაცვლად პოლიტიკური ორგანიზაციისა, ბიუროკრატიულ ორგანიზაციად იქცა. ამ ორგანიზაციას წევრი ქვეყნების სახელით მართავენ. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დიდ დროს მოითხოვს", - თქვა თურქეთის პრემიერმა.

კომენტარები