საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის რეიდის შედეგად, როსელთან ერთად 8 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის როსელის ცოლიც არის.
სანდრო როსელი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. როსელი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2013 წელს ესპანეთის სასამართლომ დაადასტურა, რომ როსელმა სანტოს ნეიმარის კონტრაქტის ფულის მიითვისა.