გუშინ, მოსკოვში ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 150 ადამიანი კი დაშავდა.
უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის შტორმი რუსეთის დედაქალქში არ დაფიქსირებულა.
ქარის სიჩქარე საათში 110 კილომეტრს აღწევდა.
სტიქიის გამო, მოსკოვში შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში კი 50-მდე რეისი გადაიდო.
სტიქიის შედეგად დაზიანდა 150-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და 1500-ზე მეტი ავტომობილი.