ყაჩაღობა

შსს: დოლიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობისთვის ორი პირი დავაკავეთ

Getty Images

სამართალდამცავებმა  ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი: 1993 წელს დაბადებული გ.კ. და 1993 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, „თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის 2 თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფრომაციითვე, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები