ტერორიზმი

გაერო: გასულ კვირაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 163 ადამიანი მოკლეს

AFP

გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის ცნობით, გასულ კვირაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილში, 163 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

"გასულ კვირაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა 163 ადამიანი მოკლეს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. მათი გვამები ჯერ კიდევ ეშ-შირის რაიონის ქუჩებშია", - განაცხადა მან.

გაეროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, შემთხვევა პირველ ივნისს მოხდა.

კომენტარები