ვაკეში მდებარე აქსის თაუერთან მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ "ტაბულას" საგანგებო სამსახური უდასტურებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი მშენებლობაზე მუშად მუშაობს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრული ეკიპაჟის მანქანები.
"ტაბულა" ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას უფრო მეტი დეტალისთვის. ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.
თვითმკვლელობის მცდელობა ვაკეში