მინერალური წყალი

ბორჯომი ალუმინის ქილებით იწყებს პროდუქტის გამოშვებას

ეკონომიკის სამინისტრო

მინერალური წყალი ბორჯომი დღეიდან ბაზარზე ალუმინის ქილებში გამოჩნდება. კომპანიის ჩამომსხმელ ქარხანაში ალუმინის ქილების ხაზი დღეს ამოქმედდა.

ახალი ხაზის შექმნაზე, რომელიც ბორჯომს 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოასხამს, კომპანიამ 5 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. 

IDS ბორჯომის გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება უფრო მეტად ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც ახალი, შეფუთვაა. მისი თქმით, ბაზარზე მსგავსი ტიპის შეფუთვაზე მოთხოვნა არსებობს და ის ძირითადად 20-30 წლის ასაკის აუდიტორიაზეა გათვლილი.

კომენტარები